როცა დასაქმებულთა ემოციები არ ემთხვევა იმას, რასაც მათი გენდერისგან მოელიან, მათ ამ ყველაფრის უარყოფით შედეგებთან გამკლავება უწევთ.
სამუშაო ადგილზე გენდერული უთანასწორობის შესახებ დისკუსიები ხშირად ფოკუსირდება ქალებს და კაცებს შორის არსებული დისბალანსის თვალსაჩინო გამოვლინებებზე: სახელფასო უთანასწორობა, დედობის საკითხები და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ნაკლებობა ა.შ. რა თქმაუნდა, ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლის მოგვარებაც ქალებს საკმაოდ დაეხმარებოდათ. თუმცა, უფრო რთული იმის გაანალიზებაა, რომ ის, რასაც სოციოლოგები ‘’ემოციურ შრომას’’ უწოდებენ, ასევე ხელს უწყობს დასაქმების ადგილზე გენდერული უთანასწორობას.
თანამედროვე ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი და შრომის მთავარი განმასხვავებელი იმისგან, რასაც ის ადრე წარმოადგენდა – არის ის, რომ მუშაობის შედეგები გახდა უხილავი.
თავის მნიშვნელოვან ნაშრომში ‘’მართული გული’’, სოციოლოგი არლი ჰოჩშილდი აღწერს, თუ როგორ მოახდინა წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკიდან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლამ ემოციების კომოდიფიკაცია. ჰოჩშილდის არგუმენტი ისაა, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებულები არ ქმნიან ხელშესახებ პროდუქტს, მატერიალურ საქონელს, როგორც ამას აკეთებდნენ წარმოებაში არსებულ პოზიციებზე. არამედ, მათ მოეთხოვებათ მიაწოდონ ‘’კარგი სერვისი’’. ის თუ როგორ გამოიყენება ხოლმე ეს ფრაზა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზაციები მშრომელებისგან მოელიან შექმნან და გაყიდონ გარკვეული ემოციური მდგომარეობები, როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში. ეს აჩენს კითხვების წყებას, მაგალითად ვინ ‘’ფლობს’’ ემოციებს მაშინ, როცა ორგანიზაციები დასაქმებულებისგან მოითხოვენ იყვნენ ბედნიერები, სასიამოვნოები და თავაზიანები, იმისთვის რომ ხელფასი გამოიმუშავონ?
ჰოჩშილდი ფოკუსირდება სამუშაოზე, რომელსაც საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრიაში ასრულებენ. ის აღწერს, თუ როგორ ახდენენ ბორტ-გამცილებლები გარკვეული ემოციურ გამოცდილებების მიყიდვას მგზავრებისათვის. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ სასმელი ან მიწისთხილი შესთავაზონ, მათ მგზავრებს თავი დაცულად და მზრუნველობაგაწეულად უნდა აგრძნობინონ. მათ პატივისცემის შეგრძნებას უნდა მოუხმონ და დათრგუნონ გაღიზიანების, თავმობეზრების ან ბრაზის შეგრძნებები, რომელიც მომთხოვნმა და უხეშმა მგზავრებმა შეიძლება გამოიწვიონ. ვალის ამომღებები კი მაგალითად, წახალისებული არიან შემტევი და აგრესიული ემოციების გამოხატვისკენ, რათა მევალეებს ვალის გადახდა აიძულონ.
ეს წინააღმდეგობრივი ემოციური ნორმები მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ მათ გენდერირებული უთანასწორობების კვლავწარმოება შეუძლიათ. ჰოჩშილდი აღნიშნავს, რომ ფაქტი რომ ქალებს ტრადიციულად ფემინური ემოციების გენერირება ევალებათ, მაშინ როცა კაცებს პირიქით, აღრმავებს იმ აზრს, რომ ზოგიერთი პროფესია ‘’კაცისაა’’ და ზოგიერთი ‘’ქალის’’. ამგვარად ბორტ-გამცილებლობა ქალის ‘’ბუნებრივ’’ პროფესიად მიიჩნევა, ვინაიდან ზრუნვის მოლოდინი ახლავს თან. ამავე დროს პილოტის ან საჰაერო ნაკადის კონტროლიორის პროფესიასთან მისი შესაფერისობა არც ისე თვალსაჩინოა.
ემოციურ შრომას საჰაერო ფრენების ინდუსტრიაში განსაკუთრებით საზიანო შედეგები აქვს უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ამის განვითარების სხვადასხვა მექანიზმებს
ჰოჩშილდი თავის წიგნში მიმოიხილავს. შავკანიანი პილოტების და ბორტ-გამცილებლების შესახებ კვლევაში, სოციოლოგი ლოუვანდა მური აკვირდება სტრესულ და თითქმის მუდმივი ხასიათის ემოციურ შრომას, რომლის გაწევაც შავკანიან ბორტ-გამცილებლებს კოლეგების და მგზავრების რასისტული შენიშვნების საპასუხოდ უწევთ. მაგალითად, ერთი თეთრკანიანი მგზავრი ქალი პილოტს ეუბნება, რომ მასთან ფრენის ეშინია, ვინაიდან ნახა ფილმ Soul Plane- ის რეკლამა, რომელშიც სნუპ დოგი თამაშობს და დარწმუნებულია რომ ისიც ისევე მართავს თვითმფრინავს, როგორც მარიხუანას მწეველი რეპერი. ერთი ქალი მოსაცდელში იძახის, რომ ‘’იმედია ის ზანგი არ მართავს მის თვითმფრინავს’’. გარდა ამისა, შავკანიანი ბორტგამცილებლები აცხადებენ, რომ კოლეგები საფუძვლიანი გამოკითხვებს უტარებენ, რათა თავიანთი კომპეტენცია დაამტკიცებინონ.
ვინაიდან ავიაკომპანიებს არ აქვთ შესაბამისი პროცედურები, რითაც ამ სპეციფიკურ, რასიალიზებულ გამოწვევებს მიემართებოდნენ, რომელთა წინაშეც შავკანანი დასაქმებულები დგანან, დასაქმებულებს ამ ყველაფერთან გამკლავება საკუთარი თავის იმედად, დამატებითი ემოციური შრომის გაწევით უწევთ.
ემოციური შრომა რა თქმა უნდა საჰაერო ინდუსტრიით არ შემოიფარგლება. ჯენიფერ პირსმა, მინესოტას უნივერსიტეტის სოციოლოგმა აღმოაჩინა, რომ ემოციური შრომის თანმხლები მოლოდინები ქალებზე სამართლის სფეროს ნებისმიერ ნაწილში ვრცელდება. მაგალითად, მაშინ როცა კაც ადვოკატებს შეუძლიათ და მათ მიმართ მოლოდინიც კი არის, რომ იყვნენ აგრესიულები და ქედმაღლურები/მბრძანებლურები, ეს არ ვრცელდება ქალ ადვოკატებზე, რომლები ხშირად ჯარიმდებიან ემოციურ ნორმებთან არაკონფორმულობის გამო. ამასობაში, ქალი თანაშემწეები აღწერენ მოლოდინებს, გამოიჩინონ მოკრძალებული და მზრუნველი დამოკიდებულება მათი უფროსი (ძირითადად კაცი) ადვოკატების მიმართ, მაშინ როდესაც კაც თანაშემწეებს იგივე ნორმები არ მიემართებათ. ამგვარად, მაშინაც როცა ქალები კაცებით დომინირებულ პოზიციებზე მუშაობენ, ემოციური მოლოდინები, რომლებიც შესაფერისად ‘’ფემინურად’’ მიიჩნევა, მათ საკუთარი საქმის შესრულებას კვლავ ურთულებს. კიდევ ერთხელ, უჩინარობის კომპონენტი ამ შრომას უხილავს, მაგრამ არანაკლებ დამღლელს ხდის.
ერთი შეხედვით, ემოციური შრომა შესაძლოა ნორმალურად გამოიყურებოდეს ეკონომიკაში, სადაც სერვისის სამუშაოები ასე ყოვლისმომცველია. მაგრამ უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ წნეხი აწარმოო გარკვეული ემოციური მდგომარეობები, შეიძლება ბევრად დამქანცველი იყოს ზოგიერთი დასაქმებულისთვის(ქალები, შავკანიანები, ა.შ), ვიდრე სხვებისთვის. როდესაც ვფიქრობთ დასაქმების სფეროში არსებულ სხვადასხვა სახის უთანასწორობებზე, იქნება ეს სახელფასო სხვაობა თუ ზოგიერთი პროფესიის შიგნით მრავალფეროვნების ნაკლებობა., კრიტიკულია დავინახოთ უხილავი შრომის მნიშვნელობა იმის ფორმირებაში, თუ როგორ კეთდება საქმე და ვინ აკეთებს მას.
2016
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: How ‘Service With a Smile’ Takes a Toll on Women