ყველას სურს ბედნიერი იყოს. თვით-დახმარების(Self-help) სახელმძღვანელობი გვაწვდიან რჩევებს, თუ როგორ შევწვიტოთ წუხილი, გავზარდოთ ბედნიერება და გავაქროთ ნეგატიური ფიქრები. ბოსებს სურთ სამუშაო ადგილზე ღიმილიანი ენთუზიაზმი იხილონ. და ერთადერთი პასუხი ‘როგორ ხარ?’-ზე არის მხიარული ‘კარგად!’. მაგრამ, როგორც სვენდ ბრინკმანი, დანიის აალბორგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ამბობს, პოზიტიურობის კულტურას ბნელი მხარე აქვს.
ბედნიერება უბრალოდ შესაბამისი პასუხი არ არის ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე, ამბობს ბრინკმანი, რომლის დანიური ბესტსელერი ‘’იდექი მყარად: წინააღმდეგობა თვით-გაუმჯობესების სიგიჟესთან’’ ამ თვეში საერთაშორისო გამომცემლობა Polity-მ ინგლისურ ენაზე გამოსცა. უფრო უარესიც, ბედნიერების გაყალბება ჩვენ ემოციურად გვაფერხებს.
‘’მე მჯერა რომ ჩვენი ფიქრები და ემოციები უნდა აირეკლავდეს სამყაროს. როდესაც რაიმე ცუდი ხდება ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, გვქონდეს ნეგატიური ფიქრები და ემოციები, ვინაიდან სწორედ ასე ვახდენთ სამყაროს გაგებას’’, ამბობს ის.
ცხოვრება მშვენიერია დროდადრო, მაგრამ ის ასევე ტრაგიკულია. ადამიანები კვდებიან ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მათ ვკარგავთ. თუ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური ფიქრების ქონის უფლებას შევეჩვევით, ეს რეალობები უფრო ინტენსიურად დაგვარტყამს როცა იქნება – და ეს აუცილებლად მოხდება.
არაფერია არანორმალური მათში, ვისაც ბუნებრივად ლაღი გუნება-განწყობა აქვს, ან ვინც თვით-დახმარების წიგნებში სიამოვნებას პოულობს. პრობლემაა, როდესაც ბედნიერება ხდება აუცილებლობა. დასაქმების ადგილზე, მაგალითად, როდესაც პერფორმანსის შეფასებისას, ფოკუსი პოზიტიურ ზრდაზე უფრო კეთდება ვიდრე გულწრფელ სიძნელეებზე, ბედნიერების გამოხატვის მოთხოვნა ხდება ‘თითქმის ტოტალიტარული’. ბრინკმანი თანამშრომლების ბედნიერების მოთხოვნას ‘’ფიქრის კონტროლს’’ ადარებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალდებულო ბედნიერება 2016 წელს T-mobile ის წინააღმდეგ ოფიციალური განჩინების საგანი გახდა, როდესაც შრომითი ურთიერთობების ეროვნულმა ბორდმა დაადგინა რომ დამსაქმებლებს არ შეუძლიათ აიძულონ დასაქმებულები იყვნენ მუდმივად მხიარულები. ბევრი კომპანია ხარჯავს დიდ ფულს იმისთვის, რომ თანამშროლების ბედნიერება უზრუნველყონ და ამას ალტრუიზმით არ აკეთებენ. ‘’როდესაც გიწევს ხალხთან შეხება და გუნდური მუშაობა, ეს პიროვნული თვისებები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც კეთდება ასეთი ხაზგასმა მათზე. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ექსპლუატაცია გავუწიოთ ადამიანებს და მათ ემოციურ ცხოვრებას’’, ამბობს ბრინკმანი. ‘’ვფიქრობ რომ ეს არის პოზიტიურობის ბნელი მხარე. ჩვენი გრძნობები იწყებს გასაქონლებას, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვრჩებით მისგან გაუცხოებული’’
სავალდებულო ბედნიერება არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილის პრობლემა. მართალია, ყველას გვესმის რატომ ვპასუხობთ რიტუალურ ‘’კარგად, გმადლობ’’-ს ადამიანს, რომელიც გვერდზე ჩავლისას გვეკითხება როგორ ვართ, მაგრამ აქ საუბარია რისკზე, რომ ჩვენი პოზიტიური საჯარო იმიჯები უფრო და უფრო დომინანტური ხდება სოციალურ სფეროში. ცოცხალი, ხალისიანი ატმოსფერო შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, მაგრამ ზრდილობიანი პოზიტიურობა ხელს არ უნდა გვიშლიდეს, ახლო მეგობრებთან ჩვენი ტრავმები და კრიზისები განვიხილოთ.
ბედნიერების წნეხი რათქმაუნდა თვით-დახმარების სიგიჟეა. თვით-დახმარების წიგნებმა, რომელთა მიზანია ხალხს ასწავლონ თუ როგორ იპოვონ ბედნიერება, შეიძლება ემოციების შესახებ დამაზიანებელი პერსპექტივის წახალისება მოახდინონ. ნაგულისხმევი იდეა, რომ ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავი ბედნიერი გახადოს, გულისხმობს იმასაც რომ ვინც ბედნიერი არ არის, საკუთარ უიღბლობაში თავადვეა დამნაშავე.
და ბოლოს, ნეგატიური ემოციები მნიშვნელოვან და ჯანსაღ როლს თამაშობს სამყაროს გაგებასა და მასზე რეაგირებაში. დანაშაულის და სირცხვილის განცდა ჩვენი მორალის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ბრაზი ლეგიტიმური პასუხია უსამართლობაზე. სევდა გვეხმარება ტრაგედიის გადამუშავებაში. ბედნიერებაც კარგია. მაგრამ არა გამუდმებით.
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: “Positive thinking” has turned happiness into a duty and a burden, says a Danish psychologist