როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ხანდახან კაცები გრძნობენ წნეხს სექსუალური ინტერესის სიმულირება მოახდინონ..
“კაცის სექსუალურ სურვილს” ქცევის წესი რომ ჰქონდეს, ის იქნებოდა შემდეგი:
1.კაცის სექსუალური სურვილი უნდა იყოს მუდმივად ძლიერი.
2.კაცი ყოველთვის უნდა იყოს სექსის ხასიათზე.
3.კაცი უნდა იყოს ყველა სექსუალური აქტივობის ინიციატორი.
4.კაცმა არასდროს უნდა გაუშვას ხელიდან სექსის შესაძლებლობა, არასდროს თქვას უარი.
მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს “წესები” კაცების რეალურ სურვილებს? ჩემს ბოლო კვლევაში მე გამოვკითხე 30-დან 65 წლამდე ასაკის ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში მყოფი კაცები. კვლევის ფარგლებში კაცებს ვუსვამდი კითხვას, თუ რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა მათი სექსუალური სურვილი/მოთხოვნილება კაცებისთვის დაწესებულ იმ ნორმებს, რაც ზემოთ აღვწერეთ.
შედეგები
კაცების უმეტესობა თავდაპირველად (კვლევის საწყის ეტაპზე) თავიანთ სექსუალურ მოთხოვნილებას აღწერდა იმდაგვარად, რომ ის თანხვედრაში მოდიოდა კაცების მიმართ დაწესებულ ნორმებთან (მხარს უჭერდა “კაცის სექსუალური მითხოვნილების” შესახებ სტერეოტიპებს).
უფრო კონკრეტულად, კაცები ამბობდნენ რომ მათი ლიბიდო იყო მუდმივად მაღალი, უფრო მაღალი ვიდრე მათი პარტნიორი ქალების და რომ ისინი არასდროს იტყოდნენ უარს სექსის ნებიმიერ შესაძლებლობაზე.
რაც პრინციპში სტერეოტიპებს ადასტურებს, არა?
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მას შემდეგ რაც კაცები განაგრძნობდნენ საუბარს, ისინი აღწერდნენ, ხანდახან თუ როგორ წნეხს გრძნობდნენ გამოეხატათ სექსის მიმართ ინტერესი, რათა გამოჩენილიყვნენ უფრო მამაკაცურები – როგორც პარტნიორის, ასევე საკუთარ თვალში. რეალურად, ზოგიერთმა კაცმა, რომელიც თავდაპირველად საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებას აფასებდა როგორც “ძლიერს”, დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორ არ შეესაბამებოდა ხშირად ეს მათ რეალურ შეგრძნებებს და გამოცდილებებს.
სოციალური გზავნილები(მესიჯები) და წნეხები
კაცების უმეტესობამ ხაზი გაუსვა იმ სოციალურ წნეხებს, რომლებსაც გამუდმებით აწყდებიან და რომლებიც მათ აიძულებთ მუდმივად სექსით დაინტერესებული გამოჩნდნენ. მაგალითად, ისინი ხაზს უსვამდნენ გზავნილებს მედიიდან – მუსიკალურ ვიდეო კლიპებს, სადაც კაცები შიშველი ქალებით არიან გარშემორტყმული, ასევე მუდმივად იმის მოსმენას, თუ რა ბევრი სექსი აქვთ სხვა კაცებს.
საინტერესოა, რომ ბევრი კაცი სკეპტიკურად უყურებდა სხვა კაცების მიერ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე მონათხრობს:
“ვფიქრობ, ეს სწორედ მასკულინობის ამბავია. იმის, რომ კაცებს არ სურთ გამოჩნდნენ…ისინი ფიქრობენ, რომ თუ გამუდმებით სექსი არ ენდომებათ, ამით რაღაცნაირად დამცირებულ (დაქვემდებარებულ) პოზიციაში აღმოჩნდებიან და საკმარისად მამაკაცურები არ იქნებიან მათი ძმაკაცების ან თუნდაც ქალების თვალში. მათ სურთ მუდმივად ახალგაზრდა ულაყებივით იყვნენ.” (კარლი, 31 წლის)
წნეხი უთხრა “კი” ყველა სექსუალურ შესაძლებლობას
კაცები ასევე საუბრობდნენ წნეხზე, ყოველთვის დათანხმებოდნენ მათი პარტნიორი ქალებისგან წამოსულ ინიციატივას. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ უარს იტყოდნენ სექსზე მათი პარტნიორი ამას საწყენად მიიღებდა. და მაშინაც თუ ასე არ მიიღებდა, უარის თქმა მაინც იწვევდა დანაშაულის შეგრძნებას.
“ჩემს ურთიერთობაში არის რომ ხანდახან მე ვამბობ უარს -ყოველთვის ის არ ამბობს უარს – ამ დროს ჩემი ნაწილი თავს ყოველთვის დამნაშავედ გრძნობს. დიახ, თუ მას უნდა სექსი და მე არ მინდა და უარს ვეუბნები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ის არ მავალდებულებს და ყველანაირად ცდილობს დანაშაულის გრძნობა გამიქარწყლოს, ამას მაინც ვერაფერს ვუხერხებ. ეს ყველაფერი მოდის იმ დიდი სოციალური კონსტრუქტიდან რომ მე(კაცს) ყველასთან უნდა მინდოდეს სექსი, ვისაც კი ეს ჩემთან მოუნდება.”
წნეხი გახდე (თუნდაც შენთვის არასასურველი) სექსუალური ქმედების ინიციატორი
და ბოლოს, კაცები, მათი თქმით გრძნობენ წნეხს წამოიწყონ სექსუალური აქტივობა მაშინაც კი როცა ამის ხასიათზე არ არიან. სხვა სიტყვებით, პარტნიორი ქალები მათ მხოლოდ ანიშნებენ რომ სექსი უნდათ, მაგრამ ამისთვის არანაირ ნაბიჯს არ დგამენ. შედეგად, კაცები ფიქრობენ რომ ინიციატივის გამოჩენის ვალდებულება მათზეა. ისინი ამბობენ, რომ თუ თავად არ გამოიჩენენ ინიციატივას დიდი ალბათობით სექსი არც შედგება.
“მაშინაც კი როცა სექსი მას უნდა, ჩემგან ელოდება ინიციატივას. მივდივარ სახლში, ვკოცნი და ის მეუბნება: “დილით რატომ არ გვქონდა სექსი? ეხლა ვერ გვექნება” მე ვპასუხობ: “თუ სექსი გინდოდა, რატომ არ გამაგებინე? რატომ არ მითხარი?”
ეს კვლევა მხარს უმაგრებს იმ ჯერჯერობით მცირერიცხოვან კვლევებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ კაცების რაღაც ნაწილი მაინც არის მზად გადახედოს ტრადიციულ სექსუალურ ნორმებს და გვაჩვენებს რომ მასკულინური ნორმები საკმაოდ ზღუდავს და ჩარჩოში აქცევს კაცებს და მათ რეალურ სექსუალურ გამოცდილებებს.
Sarah Hunter Murray
2017
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: How Masculinity Is Stifling Men’s Sexual Desire