ფემინისტი ავტორი ბელ ჰუქსი სექსუალურ რევოლუციაზე და მის შემდგომ პერიოდზე წერს:
”კაცები ზეიმობდნენ ჩვენს სექსუალურ გათავისუფლებას, ჩვენს მონდომებას თავისუფლად გვქონოდა და გვესიამოვნა ორალური ან ჯგუფური სექსით. ჩვენს მონდომებას გვეექსპერიმენტა ანალური სექსით. მაგრამ, საბოლოოდ, ბევრი მათგანი აჯანყდა, როცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სხეული მათი სურვილისამებრ დასაპყრობი ტერიტორიები არ იყო. კაცები, რომლებიც მზად იყვნენ ქალთა სექსუალური თავისუფლებისთვის, თუ ეს ნიშნავდა ბევრ მუტელს და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს, არ აღმოჩნდენ მზად ქალის სექსუალობის იმგვარი ფემინისტური აგენტობისთვის, რომელმაც ჩვენ უფლება მოგვცა გვეთქვა სექსზე ”კი”, მაგრამ ასევე მოგვცა უფლება და გაგვაძლიერა რომ გვეთქვა ”არა”.