
ჩემი 20-იანი წლების დიდი ნაწილი ‘’მაგარ გოგოდ’’ ყოფნაში გავატარე. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ სინამდვილეში ვიყავი მაგარი, ან სხვები მიმიჩნევდნენ ასეთად, არამედ, ორიენტირებული ვიყავი ისეთი ტიპის ქალად ჩამოყალიბებაზე, როგორად ყოფნაც, ვთვლიდი რომ ყველაზე მეტად მარგებდა, მიუხედავად ამის მავნე შედეგებისა ჩემზე თუ ჩემს ცხოვრებაში მყოფ სხვა ქალებზე. მე ვაძაგებდი ფემინიზმს. საკუთარ თავს მუდმივად სხვა ქალებთან კონკურენციაში განვიხილავდი. ჩემდა სამარცხვინოდ, მათ კრიტიკასა და დაცინვაში სწრაფი ვიყავი, განსაკუთრებით კაცების თანდასწრებით.
ჩვენ ყველა ვიცნობთ ‘’ მაგარ გოგოს’’. მას, ვინც მუდმივად გაიძახის, რომ ბიჭებს უფრო კარგად ეწყობა, ვიდრე გოგოებს. მას ვინც საკუთარ თავს ‘’ერთ-ერთ მათთაგანად’’ (კაცების კლუბში) მოიაზრებს. ის თავს არიდებს ‘’დრამას’’, მაგრამ უპრობლემოდ უერთდება კაცებს სხვა ქალების კრიტიკაში, იქნება ეს ინდივიდუალური კრიტიკა თუ მთლიანად, როგორც გენდერის. ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებები? ის პირველი იქნება, ვინც იტყვის, რომ ზოგიერთი ქალი უბრალოდ იტყუება. მაგარი გოგო რაღაცეებზე მსუბუქად რეაგირებს (gets it). ის არ წუწუნებს ყოველდღიურ მიზოგინიასა და სექსისტურ ხუმრობებზე, რომელსაც მის გარშემო მყოფი კაცები ამბობენ. ის არ არის შებოჭილი(uptight) ან კომპლექსიანი. მას ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ‘ფემინისტი’ დაუძახონ. მას უყვარს სპორტი/თამაშები/ნადირობა/ლუდი/წითელი ხორცი/კომიქსები/ბინძური ხუმრობები/ერთჯერადი სექსი/მინეტის გაკეთება/ზედმეტად პატარა სპორტული მაისურები.
საქმე იმაში კი არაა, რომ ზოგიერთ ქალს გულწრფელად არ უყვარს ეს რაღაცეები. მე ყოველთვის მიყვარდა სპორტი და ამჟამად სპორტულ მედიაში ვმუშაობ, სადაც ‘’მაგარ გოგოდ’’ ყოფნის წნეხი გადაულახავია.
სპორტში მომუშავე ქალებს მოეთხოვებათ იყვნენ მიმზიდველები, მაგრამ ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავდნენ საკუთარ თავზე. გამბედავები და პირდაპირები, მაგრამ არა პოლიტიკურები. მცოდნენი, მაგრამ არა იმდენად, რომ კაცი დააფრთხონ. სპორტული მედია ლანდშაფტი სავსეა ‘’მაგარი გოგოებით’’ რომლებიც ამ ბეწვის ხიდზე გავლას სწავლობენ. ზოგს ‘’მაგარი გოგოობა’’ კარიერული წარმატებაში ეხმარება, ზოგს უბრალოდ გადარჩენაში. ნებისმიერ შემთხვევაში ‘’მაგარი გოგო’’ უფრო მისაღებია ფანებისთვის, ვიდრე ქალის ნებისმიერი სხვა გამოხატულება.
რომ არ ვიფიქროთ რომ ‘’მაგარ გოგოდ’’ყოფნის წნეხს სპორტულ მედიაში მხოლოდ ახალგაზრდა, კარიერის დასწყისში მყოფი ქალები გრძნობენ, წარმოიდგინეთ კოლეჯის ფეხბურთის სტაჟიანი რეპორტიორი ჯანინ ედვარდსი, ადამიანი, რომელიც 5 წლის წინ კოლეგას სამუშაო შეხვედრაზე ‘’ძვირფასო პატარას’’ დაძახების გამო დაუპირისპირდა, მიჩიგანის მთავარ მწვრთნელს ჯიმ ჰარბაუს ეკითხება, რატომ ვერ დაინახა მისმა გუნდმა მეტი ბიკინიანი გოგო, როცა ფლორიდაში ფორთოხლის თასზე იმყოფებოდა.
ჩემი, როგორც ‘მაგარი გოგოს’ წარსულზე ფიქრი 2016 წლის არჩევნების დროს დავიწყე, როცა უამრავმა ქალმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს და მის მიმართ წამოსულ შევიწროვების და სლათშეიმინგის ბრალდებებს. ვინ იყვნენ ეს ქალები, რომლებმაც ესე სწრაფად მოუძებნეს გამართლება ტრამპის მიერ ქალებისთვის ხელების ფათურს? რომლებმაც უპრობლემოდ გამოაცხადეს, რომ ტრამპს იქ ‘’მომლოდინე მუტელი’’ დახვდა? როგორ შეეძლოთ ქალებს, რომელთაგან ბევრი ღიად ლაპარაკობდა საკუთარი სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე, ხმა უდარდელად მიეცათ კაცისთვის, რომელიც ასე თავხედურად იქცეოდა სხვა ქალებთან? რა აიძულებთ ქალებს ზურგი შეაქციონ საკითხებს, რომელიც მათი სქესის თითოეულ წარმომადგენელს ეხება? რა აიძულებს მას გადააბიჯოს სიცარიელეში, რათა გვერდით დაუდგეს დონალდ ტრამპს და კაცებს, რომელიც მას მხარს უჭერენ?
ქალები სოციალიზებულნი არიან იმდაგვარად, რომ მუდმივ შეჯიბრებითობაში იყვნენ ერთმანეთთან და ჩვენ ვერ უარვყოფთ, თუ რამდენი ჩვენგანია ამის გავლენის ქვეშ მთელი ცხოვრება, ამბობს კანადელი ქალთა უფლებების დამცველი ჯული ლალონდე, ‘’იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ შენ დისტანცირებას მოახდენ სხვა ქალებისგან და საკუთარ თავ კაცებს მიაკუთვნებ, ისინი არა მარტო სხვა ქალებზე წინ დაგაყენებენ და შენ ‘’აგირჩევენ’’, არამედ ისეთივე პატივისცემით მოგექცევიან როგორსაც თავიანთი (კაცი) მეგობრების მიმართ იჩენენ. ამას ‘’ძალაუფლებასთან სიახლოვის ფენომენი’’ ქვია. იდეა, რომ თავის მიკუთვნება ადამიანთან/ჯგუფთან, რომელსაც ძალაუფლება აქვს, შენც მოგცემს წვდომას ამ ძალაუფლებაზე.
მწერალი და აქტივისტი აისმინ ნაირი ეთანხმება ამ აზრს და ფიქრობს რომ ‘’მაგარი გოგო’’ ჩვენი საზოგადოების წარმონაქმნია და არა მორიგი ფაზა ზოგიერთი ქალის ცხოვრებაში. ‘’მე არ ვფიქრობ რომ ქალების მიერ საკუთარი თავის კაცებთან იდენტიფიცირება სხვა ქალების საზიანოდ, იმდენად ფსიქოლოგიური მიზეზებით არის ნაწარმოები, რამდენადაც იმით, რომ ასე მოქმედებს პატრიარქატი თავის ყველაზე მზაკვრულ ფორმაში: ქალებს აპირისპირებს ერთმანეთთან, რაც პირდაპირ თუ არა არაპირდაპირ კაცების ინტერესებს ემსახურება, კაცების, რომლებიც დასმულები არიან მათ პატრონებად, მომვლელებად და ახლა უკვე პრეზიდენტებად.
მწერალმა ჯესიკა ლუთერმა ერთხელ მითხრა, რომ სექსიზმისთვის ჩვენს საზოგადოებაში უამრავი ჯილდო არსებობს, მიუხედავად შენი გენდერისა. ეს ნამდვილად ასე იყო ჩემი ‘’მაგარი გოგობის’’ ფაზაში (ან მე აღვიქვამდი რომ ასე იყო). როცა წარსულზე ვფიქრობ, ვხვდები რომ კაცებთან ქლესაობით და ქალებისგან განდგომით, არაცნობიერად ვცდილობდი საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული გარემოება შემექმნა: ის, რომელიც იგივე მოპყრობისგან მიხსნიდა, რომელსაც სხვა ქალები იღებდნენ ჩემს ირგვლიმყოფი კაცებისგან.
‘კაცების კლუბში’ ყოფნის ცუდი მხარე ის არის, რომ ისინი არც მაშინ უწევენ თავს კონტროლს, როცა სხვა ქალებზე შენი თანდასწრებით ლაპარაკობენ. მე ვისმენდი ქალის სხეულის ისეთ დეტალურ შეფასებას და კრიტიკას, რომ ეს დღემდე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვუყურებ ჩემს სხეულს. ერთხელ კაცების წრეში ვიჯექი და განიხილავდნენ ერთ სტუდენტს, რომელიც სამართლის კოლეჯში სწავლის პარალელურად მოდელობდა. განიხილავდნენ ყველაფერს, ლოყაზე არსებული პატარა შრამიდან დაწყებული მის იდეალურ ფეხებზე სავარაუდოდ არსებული ცელულიტით თუ მისი ვაგინის სავარაუდო სურნელით დამთავრებული. საუბრის ბოლოს, მათ ეს ჭკვიანი, საოცარი და მხიარული გოგო სექსუალურ ნივთამდე დაიყვანეს. მე არაფერი ვთქვი.
მიუხედავად იმისა რო ჩემი ‘’მაგარი გოგოობის’’ ფაზით არ ვამაყობ, თავი ახალგაზრდული სისულელის ბანალური არგუმენტით ან ფემინისტი როლური მოდელების არარსებობით შემიძლია დავიმშვიდო. ჩემთვის ‘’მაგარი გოგოობა’’ მართლაც რომ ფაზა იყო.
მაგრამ რა უნდა ვთქვათ საშუალო ასაკის ქალებზე, რომლებიც გაავებული ესხმიან თავს ქალებს, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი შევიწროებაში დაადანაშაულეს? რა ამართლებთ მათ?
‘’მათ სურთ გამოჩნდენენ Chill და არა როგორც იუმორის უქონელი ფემინისტები, რომლებიც კაცებს საშუალებას არ აძლევენ იყვნენ კაცები’’, ამბობს ლალონდე. ‘’მაგრამ ამ ყველაფრის უკან ორი რამე იმალება 1) ინტერნალიზებული მიზოგინია 2) ძალაუფლების სურვილი მასთან ასოციაციის გზით.
‘’მაგარი გოგოს’’ როლის თამაშის პრობლემა ისაა, რომ საკუთარი პერსონაჟით გარემოცული რჩები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის, რასაც ერთ დროს ‘’კაცია და რა ქნას’’ ლოგიკით ვუდგებოდი, სინამდვილეში სამუშაო ადგილზე ყოველდღიური სექსიზმი იყო და ეს ჩემს კარირერას უკან წევდა. წლების მანძილზე შეუფერებელ ხუმრობებს ვატარებდი. მაგრამ ‘’მაგარი გოგოს’’ როლმა რომ ვერანაირი დამატებითი პატივისცემა ვერ მომიტანა მაშინ მივხვდი, როცა როგორც იქნა ეს ყველაფერი გავაპროტესტე. უეცრად მივხვდი, რომ სხვა ქალებისადმი მთელი ამ ჩემი კრიტიციზმის სანაცვლოდ, კაცები უფრო სერიოზულად არ აღმიქვამდნენ. საბოლოოდ ‘’მაგარმა გოგოობამ’’ არაფერი მომცა.
ლალონდე ჩემს მონათხრობს არ გაუკვირვებია. ‘’საუბედუროდ, ბევრ ქალს მაშინ აქვს ეს პატრიარქატიდან გამოღვიძების და გონების განათების მომენტი, როცა რაღაც ძალაინ ცუდი ხდება მათ ცხოვრებაში. შესაძლოა ისეთ კაცებს მიემხრნენ, რომლებმაც ისინი გაყიდეს, ან ენდნენ კაცს, რომელმაც მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა. ისინი ღრმა იმედგაცრუებას გრძნობენ, ვინაიდან დაიჯერეს აზრი, რომ უსაფრთხოდ იყვნენ(პირდაპირი თუ გადატანითი მმიშვნელობით) და ეხლა თავს მოტყუებულად გრძნობენ. ‘’ძალაუფლების სიახლოვეს ყოფნა’’ მახეა და სევდიანია რომ ბევრი ქალი ამას ვერ ხვდება, სანამ მასში არ გაებმებიან’’
ახლა, 15 წლის შემდეგ ჩემი ‘’მაგარი გოგოობის’’ ფაზიდან თავს ფემინიზმის და თანასწორობის ძლიერ დამცველად მივიჩნევ. როცა twitter-ზე ვიღაც ოცდარაღაცა წლისას ვხედავ, როგორ ათრევს ფემინიზმს და უკმევს პატრიარქატს, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემს დროს ტვიტერი არ არსებობდა და ჩემი შეხედულებები შთამომავლობას ვერ შემოუნახა. მიუხედავავდ ჩემი ისტორიისა, ვშიშობ რომ ინტერნალიზებული მიზოგინია იმდენად ღრმად გამჯდარია ზოგიერთ მათგანში, რომ ისინი მას თავს ვერასდროს დააღწევენ.
ლალონდე უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი. ‘’ვფიქრობ რომ ამ ადამიანებისთვის თვალის ამხელი შეიძლება სექსიზმის რასიზმის ჰომოფობიის და კლასიზმის სისტემურობაზე მითითება იყოს. იქნება ეს ტილა ტეკილას ამაყი ნეო-ნაციზმი თუ ქალები, რომლებიც ამბობენ ‘’მას შეუძლია მუტელზე მეც მომეთათუნოს’’, მე მტკიცედ მჯერა რომ ამ ფემონემის დამარცხების ერთადერთი გზა იმის მითითებაზე გადის, რომ სოციალური მოძრაობების მიზანი მარგინალიზებული ჯგუფის ყველა წევრის მსხვერპლად მონიშვნა ან ყველა თეთრკანიანი მამაკაცის მტრად გამოცხადება კი არ არის, არამედ იმის ჩვენება თუ რამდენად გაბზარულია სისტემა. ეს არ არის ინდივიდუალური პრობლემა, არამედ სისტემური.
ავტორი: Julie DiCaro
2017 წელი
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: The Dangers Of The ‘Cool Girl’ Ideal