ახალი სიტყვა გამოჩნდა ახალი ეკონომიკის ლექსიკონში: ფინანსიალიზაცია. მას განმარტავენ როგორც “ფინანსური სექტორის მასშტაბის და მომგებიანიბის ზრდას დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზე და მისი წესების და უკუგების რეგულირების შემცირებას”. ფინანსური სექტორის წარმატებას და მარცხს სერიოზული ეფექტი აქვს დანარჩენ ეკონომიკაზე, მისი შემოსავლები მიდის შეძლებულებთან და აღრმავებს უთანასწორობას.
როგორც კი „ახალი გარიგების“(New Deal)-ის რეგულაციები თანდათანობით შესუსტდა, ფინანსური სექტორის ზრდა დაჩქარდა რისკთან და სპეკულაციებთან ერთად. დასაქმების და მთლიანი გაყიდვების მაჩვენებელი ფინანსურ ინდუსტრიაში, 1970-2010 წლებში მშპ-ს 10%-დან მშპ-ს 20%-მდე გაიზარდა. აქცენტი საგნების შექმნიდან – ფულით ფულის შექმნაზე გადავიდა.
ამავე დროს სამრეწველო ინდუსტრიის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1950-2010 წლებში 30%-იანი მაჩვენებლიდან 10%-ზე ჩამოვიდა. ფინანსური ინდუსტრია გაიბერა, ხოლო დანარჩენი ეკონომიკა შესუსტდა. ფინანსების ამ არაპროპორციულმა ზრდამ შემოსავლები ხელფასიდან კაპიტალში გადაადინა. უოლ სტრიტის მოგება 1982 წელს მთლიანი კორპორაციული მოგების 10%-ს შეადგენდა, 2003 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა.
1980-იანი წლებიდან ფინანსური ინდუსტრია მოკლევადიან მოგებებზე გახდა ორიენტირებული, ნაცვლად ისეთი გრძელვადიანი მიზნებისა, როგორიცაა ტექნოლოგიებში და პროდუქტის განვითარებაში ინვესტირება. შედეგად, სხვადასხვა მიზეზების გამო, ფინანსურმა ინდუსტრიამ მთავარი როლი ითამაშა ამერიკაში დამამუშავებელი მრეწველობის დაქვეითებაში.
უოლ სტრიტი მიყვა თავის კაპიტალისტურ ინსტინქტებს და დაინახა რომ “ფულით ფულის კეთება” უფრო მომგებიანი იყო ვიდრე დამუშავებული პროდუქტის შექმნა. მათ ერჩივნათ სწრაფი უკუგება ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სოფთვეარზე, ვიდრე ინვესტირება ძვირადღირებული ქარხნების ბლოკსა და აგურში. ისინი ასევე მხარს უჭერდნენ პროდუქტებს, რომლებიც ვალმარტში გაიყიდებოდა, მაგრამ ნაწარმოები იქნებოდა საზღვარგარეთ.
Industry Week-ის სტატიაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი სუზან ბერგერი ამბობს, “1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ფინანსური ბაზრის წნეხი კომპანიებს აიძულებს საკუთარი წიაღიდან მოიკვეთონ საქმიანობები, რაც წარმოებას(დამამუშავებელ მრეწველობას) უკავშირდება”. მას მოყავს timken company-ის მაგალითი, რომელიც დირექტორთა საბჭომ 2 კომპანიად დაშალა. საბჭოს თავმჯდომარის არგუმენტით, კომპანიას მთლიანობა უნდა შეენარჩუნებინა, ვინაიდან მხოლოდ ასე თუ შეძლებდა მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც კარგი მომსახურებით იქნებოდა მხარდაჭერილი. საბჭომ მისი მოსაზრება სწრაფი მოგების არგუმენტით გადაწონა.
კომპანიის განძარცვა და მხოლოდ მისი ძირეული კომპეტენციების დატოვება, თითქმის ყველა დიდი საჯარო კორპორაციის პრაქტიკა გახდა. მაგრამ ამ დანაწევრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია იკარგება. მაგალითად, პროფესიულ-ტექნიკური ტიპის სწავლება-ტრენინგები თითქმის გაქრა ამერიკული კორპორაციების დღის წესრიგიდან, ვინაიდან ის გრძელვადიან ტრეინინგს წარმოადგენს და კარგი ROI (უკუგება ინვესტიციაზე) არ აქვს. ბაზისური კვლევები, ინოვაციების დაფინანსება და ახალი ტექნოლოგიების გავრცელება მიმწოდებლებში ასევე გაქრა ან შემცირდა, ვინაიდან აქციონერებისთვის ის მიიჩნევა როგორც პერიფერიული, საწარმოს ძირითად კომპეტენციებთან მიმართებაში.
ფინანსიალიზაციის ზრდა ასევე აჩენს ერთ მნიშვნელოვან კითხვას. თუკი ინოვაცია არის ის მთავარი სტრატეგია, რომლითაც აშშ აპირებს, რომ გლობალურ ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს, როგორ გააკეთებს ის ამას ფინანსური მხარდაჭერის გარეშე? მე კარგად მესმის, თუ რატომ შეიძლება წარმოადგენდეს აქციონერებისთვის კვლევა და განვითარება ბუნდოვან ტერმინებს, – მათზე ფინანსური უკუგების პროგნოზირება რთულია. მაგრამ თუ ეს ფუნქციები სათანადოდ არ დაფინანსდება, როგორ შევძლებთ დანარჩენ სამყაროსთან ისეთივე კონკურენციის გაწევას, როგორც ამას მეოცე საუკუნეში ვაკეთებდით?
უილიამ ლევინსონი Industry Week-ის სტატიაში ამ პრობლემას აჯამებს: დაავადება, რომელიც ამერიკის ეკონომიკურ ჯანმრთელობას კლავს არის ფინანსური დაგეგმვა, და ამის ერთ-ერთი სიმპტომი ამერიკაში საწარმოო ბაზის დაკარგვაა. დამამუშავებელი მრეწველობის ინდუსტრია წარმოადგენს როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური ძალაუფლების საფუძველს და ამერიკის საწარმოო შესაძლებლობების ჩინეთში გადატანა ძალზედ სახიფათოა.
თუკი გვინდა რომ წარმოების შემცირების ტენდენცია შემოვაბრუნოთ და განვავითაროთ ინოვაციების სტრატეგიები, რომელიც კონკურენტულობას შეგვინარჩუნებს, ამისთვის ფინანსური ინდუსტრიის დღევანდელი კურსი უნდა შეიცვალოს. მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებით, ის საფუძველს უთხრის ეკონომიკის და საწარმოო სექტორის გრძელვადიან სიჯანსაღეს. როგორც ინდუსტრია, ის არ იმსახურებს ამერიკელი ხალხის ნდობას. გავიხსენოთ მათი ბოლოდროინდელი სკანდალები:
კერძო კაპიტალის და კორპორაციების რეიდინგი(დარბევა)– 80-იან წლებში უოლ სტრიტზე ძალიან გააქტიურდა კომპანიების ყიდვა-დაშლა-გაყიდვის პროცესი. კორპორატიულ რეიდერებს თავიანთი წვლილი შექონდათ უთანასწორობის შექმნაში, ვინაიდან ისინი ანაწევრებდნენ კომპანიებს, ითხოვდნენ თანამშრომლებს, აუქციონზე გაჰქონდათ აქტივები და ანადგურებდნენ საზოგადოების მთელ ჯგუფებს, რამდენიმე ადამიანის მოგების გასაზრდელად. მაშინაც თუ კომპანიას გადარჩენის შანსი ქონდა, რეიდერები მოითხოვდნენ სახელფასო კონცესიებს, კოლექტიური ხელშეკრულებების გაუქმებას, საპენსიო შეთანხმებების მოშლას და ხანდახან კომპანია თავისითაც კოტრდებოდა, მიუხედავად კონცესიებისა
კორპორატიული დარბევის(corporate raiding) მიდგომა, დროის მოკლე მონაკვეთში სწრაფი უკუგების მისაღწევად, საკმაოდ პოპულარული იყო მდიდრებში და ამერიკული თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის აუცილებელ ნაწილად მიიჩნეოდა(სუსტების ელიმინაცია). თუმცაღა, ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს რომ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ფინანსიალიზაციაში, გვიძღვება უფრო ღრმა უთანასწორობისკენ, შენელებული ეკონომიკური ზრდისა და მაღალი უმუშევრობისკენ.
1980-იანების უვარგისი ობლიგაციები(Junk bonds) – მაიკლ მილკენი პირველი იყო, ვინც მაღალი შემოსავლიანობის უვარგისი ობლიგაციების გამოყენება დაიწყო კორპორაციული შერწყმისა(მერჯერი) და შეძენების დაფინანსებისთვის. ამ საქმიანობიდან მილკენის შემოსავალი მისი წარმატების პიკში წელიწადში 250-550 მილიონი იყო. თუმცა, 1989 წელს მას ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თათლითობის გამო ბრალი წაუყენეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კრედიტი – კრედიტის გაცემა დიდი ხნის განმავლობაში ბანკების პრეროგატივას წარმოადგენდა. თუმცა მასზე მწირი უკუგების გამო, უოლ სტრიტმა გადაწყვიტა კრედიტის ახალი და უფრო მომგებიანი ფორმები შეექმნა. რეგულაციების თანდათანობით ჩამოშლასა და წინდაუხედავ სამომხმრებლო თუ საბინაო დაკრედიტებასთან ერთად, უოლ სტრიტმა წარადგინა მტაცებლური სესხები, მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე საკრედიტო ბარათების ფორმით, თავისი საკომისიოებით და ჯარიმებით, Payday და იპოთეკური სესხები. ის ფართომასშტაბიან მარკეტინგულ კამპანიას ეწეოდა, რათა რაც შეიძლება მეტი მსესხებელი შეეძინა საზოგადოების დაბალი ფენებიდან. მტაცებლური სესხების პრაქტიკები “ნადირობდა ღარიბებზე და მათ კიდევ უფრო აღარიბებდა”
“საბინაო ბუშტი“(Housing Bubble) – შესაძლოა, უოლ სტრიტის ბოლო წლების ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიერ შექმნილი საბინაო ბუშტია. მართალია, მთავრობამ საბინაო სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები იმისთვის შეასუსტა, რომ მეტ ადამიანს ქონოდა წვდომა საცხოვრებელზე, მაგრამ ამ ღია დერეფნით ფინანსურმა ინდუსტრიამ ისარგებლა. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით შეესწავლათ მსესხებლების გადახდისუნარიანობა, დიდმა ბანკებმა დაიწყეს სესხების გაცემა მოქალაქეებზე, რომლებზეც იცოდნენ, რომ ვალს ვერ გადაიხდიდნენ. შემდეგ მათ ეს უვარგისი სესხები შეფუთეს ტოქსიკურ ფასიან ქაღალდებად და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმოქცევაში გაუშვეს. როდესაც ბუშტი გასკდა და ფასები დაეცა, დაბალი შემოსავლის მქონე მობინადრეები გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ბინების გაყიდვა დაიწყეს. ბუშტის გასკდომამ ეკონომიკა დიდ რეცესიაში შეიყვანა, თუმცა ამისთვის ციხეში არავინ წასულა. მეწილეებმა ჯარიმები გადაიხადეს და მათი გასაჭირიდან გამოხსნა ისევ გადასახადის გადამხდელების ფულით მოხდა. დიდი ბანკები საკმაოდ დიდები არიან და მათი დამარცხება შეუძლებელია და გადასახადების გადამხდელების მხარდაჭერის იმედად კვლავ იგივეს გაიმეორებენ(ირონია).
პონზი სქემები, ბერნი მედოფი – 2008 წელს პონზი სქემის შექმნაში ბერნი საკუთარმა ვაჟებმა ამხილეს. ის საკუთარი ჰეჯ-ფონდის დანაკარგებს ასაიდუმლოებდა და ინვესტორებს სხვა ინვესტორებისგან მოზიდული ფულით უხდიდა. მისი ფონდი სტაბილურად 11.1%-იან უკუგებას აჩვენებდა, რაც ინვესტორებს დიდად ხიბლავდათ. საბოლოოდ, მისმა ინვესტორებმა 50 მილიარდი დაკარგეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ფინანსიალიზაცია ქმნის, რეალურ ეკონომიკაში სამთავრობო ინვესტიციების შემცირებაა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჩვენ გვჭირდება 3.6 ტრილიონი გზატკეცილების, ხიდების, წყლის, საკანალიზაციო და ელექტროგადამცემი სისტემების აღდგენა-შეკეთებაზე, მაგრამ აუცილებელი სარემონტო სამუშაოების გარდა ჩამოთვლილთაგან ვერცერთი ხერხდება. Financial times იტყობინება, რომ სამთავრობო ინვესტიციები კვლევებში ასეთ დაბალ ნიშნულზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველადაა. სწორედ ეს ბაზისური კვლევები დაედო საფუძვლად ისეთ ტექნოლოგიურ მიღწევებს როგორიცაა ინტერნეტი და ადამიანის გენომის პროექტი. კერძო ინვესტიციები ვერასდროს დააკმაყოფილებს მოთხოვნას ასეთ არსებით კვლევებზე, ვინაიდან მას უწევს კონკურენცია გაუწიოს სწრაფ უკუგებას ვაჭრობაში განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციიდან.
შესაძლოა ფინანსური ინდუსტრია თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის საუკეთესო ნიმუშია, მაგრამ მისი მისწრაფება სწრაფი მოგებისადმი ვნებს ეკონომიკას და ანადგურებს დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს. ნათქვამია, რომ იმ ტიპის კაპიტალისტები, რომლებიც გამუდმებით არღვევენ კანონის საზღვრებს, იმ ყულფის გაყიდვასაც მოახერხებენ, რომელშიც თავი აქვთ გაყოფილი. ერთადერთი რისი დამტკიცებაც მათ ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით შეძლეს არის ის, რომ მკაცრი რეგულაციების გარეშე მათი დატოვება შეუძლებელია.
Dodd-Frank -ის კანონი ვერანაირ გარანტიას ვერ გვაძლევს, რომ ისინი დანაშაულს კვლავ არ გაიმეორებენ. ამ მომენტისთვის, თუ დიდი ბანკები კვლავ გაებმებიან ფინანსურ ხათაბალაში, გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოუწევთ მათი გასაჭირიდან დახსნა – ეს ბანკები ხომ ზედმეტად დიდები არიან იმისთვის რომ დამარცხდნენ. როგორც მინიმუმ, ჩვენ გვჭირდება დავაბრუნით გლას-სტიგელის კანონი, რომელიც ჩვეულებრივ საბანკო საქმიანობას გამოყოფს მისი საინვესტიციო ნაწილისგან, ხოლო ისეთი რისკიანი ინსტრუმენტების დაზღვევა, როგორიცაა credit default swaps და დერივატივები, არ უნდა ხდებოდეს FDIC-ის (ანუ თქვენი, გადამხდელების) ფულით.
ავტორი: მაიკ კოლინსი, Forbes
2015 წელი
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: Wall Street And The Financialization Of The Economy