ბრაზის მანიფესტი – სუზი კაპლოუ(1973)

ინგლისური ვერსია იხილეთ ქვემოთ. ორი სცენარი: გაბრაზებული კაცი: ვიღაცამ მისი უფლებები ხელყო, მისი ინტერესის წინააღმდეგ წავიდა ან მის საყვარელ ადამიანს ავნო. ან შეიძლება მისი ბრაზი სულაც სოციალურია – რასიზმის ან მილიტარიზმის წინააღმდეგ. თავდაპირველად, ის ბრაზს იმორჩილებს (ეკრანზე ვხედავთ მის დაძაბულ სახის კუნთებს და დამუშტულ მტევანს) და სტრატეგიულ მომენტში მისგან იცლება. ჩვენ ვხედავთ, როგორ იწყებს ის … [Read more…]

კაცებს რომ მენსტრუაცია ჰქონოდათ | გლორია სტაინემი

ინდოეთში ცხოვრებამ გამაცნობიერებინა, რომ მსოფლიოს თეთრკანიანი უმცირესობა საუკუნეების განმავლობაში გვაიძულებდა, დაგვეჯერებინა, თითქოს თეთრი კანი ადამიანს უპირატესს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც თეთრი კანი მართლა აკეთებს, ისაა, რომ თეთრკანიანებს ულტრაიისფერი სხივებისა და ნაოჭების მიმართ მოწყვლადობას უმაღლებს. . ფროიდის წაკითხვამ მხოლოდ და მხოლოდ სკეპტიკური განწყობა გამიჩინა “პენისის შურის” მიმართ. ბავშვის გაჩენის შესაძლებლობის გამო “საშვილოსნოს შურის” … [Read more…]

დევიდ გრებერი – აბსურდული სამუშაოების ფენომენზე

1930 წელს, ჯონ მეინარდ კეინზის პროგნოზის მიხედვით, საუკუნის დასასრულს ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდებოდა, იმისათვის რომ დიდი ბრიტანეთისა და შტატების მსგავს სახელმწიფოებს 15 საათიანი სამუშაო კვირისთვის მიეღწიათ. ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმის დასაჯერებლად რომ ის მართალი იყო. დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენთვის ეს სავსებით შესაძლებელია. და ამის მიუხედავათ, ეს ასე არ მოხდა. ნაცვლად ამისა, სწორედ ტექნოლოგიებმა შექმნა პირობები, იმისთვის … [Read more…]

Cool girl: ”მაგარი გოგო”-ს ფენომენზე

ჩემი 20-იანი წლების დიდი ნაწილი ‘’მაგარ გოგოდ’’ ყოფნაში გავატარე. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ სინამდვილეში ვიყავი მაგარი, ან სხვები მიმიჩნევდნენ ასეთად, არამედ, ორიენტირებული ვიყავი ისეთი ტიპის ქალად ჩამოყალიბებაზე, როგორად ყოფნაც, ვთვლიდი რომ ყველაზე მეტად მარგებდა, მიუხედავად ამის მავნე შედეგებისა ჩემზე თუ ჩემს ცხოვრებაში მყოფ სხვა ქალებზე. მე ვაძაგებდი ფემინიზმს. საკუთარ თავს მუდმივად სხვა … [Read more…]

Renata Salecl – შფოთვის შესახებ (ნაწილი II)

თუკი დასავლელი სუბიექტი ერთი მხრივ თვითშემოქმედია, ანუ სუბიექტი, რომელსაც საკუთარი თავისგან ის შეუძლია შექმნას, რაც მოესურვება და აღარაა დამოკიდებული წარსულის ავტორიტეტებზე, ოჯახზე, რელიგიაზე თუ სახელმწიფოზე, მეორე მხრივ, მან  დაკარგა „დაცულობის“ განცდა, რომელსაც ამ ავტორიტეტებთან ბრძოლა ანიჭებდა. სუბიექტის მიერ საკუთარი თავისა და სოციალურ სიმბოლურ ქსელში თავისი ადგილის აღქმაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც სათავე დაუდეს ახალ შფოთვებს სხეულთან … [Read more…]

Renata Salecl – შფოთვის შესახებ (ნაწილი I)

როცა გვეუბნებიან, რომ ახალ, შფოთვის ეპოქაში ვცხოვრობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, ისაა, რომ იგი მოსალოდნელი კატასტროფების მატებასთან, ტერორისტული შეტევების, ფინანსური ბაზრის კოლაფსის, ეგზოტიკური დაავადებების, დამღუპველი ეკოლოგიური ცვლილებების, ომებისა და სამეცნიერო აღმოჩენების  საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუმცა თავხედობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ჩვენი ცივილიზაცია უფრო მეტ შფოთვას განიცდის, ვიდრე მისი წინამორბედები, რომელთაც აგრეთვე უწევდათ ომებთან და კონფლიქტებთან, სიღარიბესთან … [Read more…]

Stoya: ბუნებრივი სილამაზე მორიგი მარკეტინგული ინსტრუმენტია

ავტორი: Stoya, 2013 პორნოში მე ვიყიდები, როგორც ‘’მთლიანად ბუნებრივი’’. ამით იმაზე მიანიშნებენ, რომ მკერდის იმპლანტები ან პლასტიკური ქირურგიის თვალსაჩინო კვალი არ მაქვს. თუმცა არავინ უყურებს იმას, რომ თმა შეღებილი მაქვს, რა დროებითი თუ მუდმივი თმის მოცილების პროცედურები(მათ შორის ლაზერი) მაქვს ჩატარებული, რა რაოდენობის მაკიაჟი მადევს სახეზე ან ფოტოშოპით დამუშავების რა ხარისხი აქვთს ჩემს ფოტოებს. არც … [Read more…]

სექსუალური რევოლუცია – ბელ ჰუქსი

ფემინისტი ავტორი ბელ ჰუქსი სექსუალურ რევოლუციაზე და მის შემდგომ პერიოდზე წერს: ”კაცები ზეიმობდნენ ჩვენს სექსუალურ გათავისუფლებას, ჩვენს მონდომებას თავისუფლად გვქონოდა და გვესიამოვნა ორალური ან ჯგუფური სექსით. ჩვენს მონდომებას გვეექსპერიმენტა ანალური სექსით. მაგრამ, საბოლოოდ, ბევრი მათგანი აჯანყდა, როცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სხეული მათი სურვილისამებრ დასაპყრობი ტერიტორიები არ იყო. კაცები, რომლებიც მზად იყვნენ ქალთა სექსუალური თავისუფლებისთვის, … [Read more…]

სიკვდილი და ქალწული

ფროიდის თეორია სიკვდილის ლტოლვის შესახებ ასევე საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ გენდერზეც. ვალტერ ბენიამინი ადამიანებზე, რომელთაც პირველი მსოფლიო ომი გამოიარეს, წერს:               ‘’თაობა, რომელიც სკოლაში ცხენებ-შებმული ტრამვაით დადიოდა, ახლა იდგა ღია ცის ქვეშ, ლანდშაფტის შუაგულში, რომელშიც აღარაფერი იყო იგივე, გარდა ღრუბლებისა და მის ცენტრში, დესტრუქციული ნაკადების და აფეთქებების ძალურ ველში მდგარი,  პატარა მოწყვლადი ადამიანური სხეულისა’’ რას ნიშნავდა ეს … [Read more…]

”პოზიტიურმა აზროვნებამ” ბედნიერება მოვალეობად და ტვირთად აქცია

ყველას სურს ბედნიერი იყოს. თვით-დახმარების(Self-help) სახელმძღვანელობი გვაწვდიან რჩევებს, თუ როგორ შევწვიტოთ წუხილი, გავზარდოთ ბედნიერება და გავაქროთ ნეგატიური ფიქრები. ბოსებს სურთ სამუშაო ადგილზე ღიმილიანი ენთუზიაზმი იხილონ. და ერთადერთი პასუხი ‘როგორ ხარ?’-ზე არის მხიარული ‘კარგად!’. მაგრამ, როგორც სვენდ ბრინკმანი, დანიის აალბორგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ამბობს, პოზიტიურობის კულტურას ბნელი მხარე აქვს. ბედნიერება უბრალოდ შესაბამისი პასუხი არ არის ბევრ … [Read more…]

პაულო ფრეიერი – ჩაგრულთა პედაგოგიკა

პაულო ფრეიერის წიგნის ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია.წიგნის გადმოსაწერილი ბმული “მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების (ნებისმიერ დონეზე, სკოლაში თუ მის გარეთ) ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს ურთიერთობები ძირითადად ნარატიულია. ეს ურთიერთობები გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. … [Read more…]

საახალწლო

დიდი ხნის წინ წმინდა სიგიზმუნდმა, რომლის წმინდა ნაწილებიც დღეს შორეულ ქალაქში მთის ქუჩაზე ინახება, შენიშნა, რომ სიახლე ზრდასრული ადამიანისათვის სიამოვნების მიღების პირობაა. მობეზრება განსაზღვრავს ადამიანურ ყოფნას. იმისთვის, რომ გრძნობები და აზრები არ დაგიჩლუნგდეს, იმისთვის, რომ არ გაბეზრდე და ცხოვრების სურვილი არ დაკარგო, საჭიროა ცვლილებები, რომლებიც სიახლის განცდას მოგანიჭებენ. მაგრამ რადგან ადამიანს მოკლე მეხსიერება აქვს, შეიძლება … [Read more…]