ავტორი: Stoya, 2013
პორნოში მე ვიყიდები, როგორც ‘’მთლიანად ბუნებრივი’’. ამით იმაზე მიანიშნებენ, რომ მკერდის იმპლანტები ან პლასტიკური ქირურგიის თვალსაჩინო კვალი არ მაქვს. თუმცა არავინ უყურებს იმას, რომ თმა შეღებილი მაქვს, რა დროებითი თუ მუდმივი თმის მოცილების პროცედურები(მათ შორის ლაზერი) მაქვს ჩატარებული, რა რაოდენობის მაკიაჟი მადევს სახეზე ან ფოტოშოპით დამუშავების რა ხარისხი აქვთს ჩემს ფოტოებს. არც იმას უყურებენ, რომ ჩემი კარიერის მოზრდილი პერიოდის განმავლობაში ძუძუსთავებზე მეტალის რგოლებს ვატარებ. პორნო ინდუსტრიაში ‘’ბუნებრივი’’ მორიგი სიტყვაა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში , ისეთივე როგორც ‘’teen’’ ‘’MILF’’ ან ‘’big’’. ‘’ბუნებრივი’’ არ არის ლექსიკონით განმარტებული ფაქტის აღმნიშვნელი. ის მარკეტინგული ინსტრუმენტია.
ტერმინი ‘’ბუნებრივი’’ წამდაუწუმ გამოიყენება სილამაზის და გართობის ინდუსტრიაშიც. უამრავ ვებსაიტზე ნახავთ ფოტო გალერეებს, სადაც ვარსკვლავები პაპარაცის ობიექტივში უმაკიაჟოდ არიან ‘გამოჭერილი’ ან უმაკიაჟოდ პოზირებენ ჟურნალებისთვის. იმის მიხედვით თუ რა ჟურნალია, კომენტარებიც სხვადასხვანაირია ხოლმე, ‘’ო ღმერთო ჩემო ფუ’’-დან დაწყებული ვარსკვლავის სიმამაცის აღნიშვნით დამთავრებული. ბუნებრივ მდგომარეობაში ფოტოგრაფირების კონცეპტი თავისთავად სულელურია, იმიტომ რომ ნებისმიერი ლინზა რომელიც მაყურებელს და მისი მზერის ობიექტს შორისაა, რეალობას სხვანაირად გარდაქმნის, ყურების ობიექტს ყოველთვის სხვანაირად დაგვანახებს, ვიდრე ეს შიშველი თვალითაა შესაძლებელი. ადამიანის სახე სხვადასხვანაირი ჩანს სხვადასხვა ტიპის სინათლეზე და სხვადასხვა კუთხიდან. შეგიძლიათ აიღოთ კამერა და თავად სცადოთ. ჟურნალებში, ისევე როგორც პორნოში, არავინ ლაპარაკობს ფოტოშოპზე, მცირე კოსმტიკურ ქირურგიაზე ან შეღებილ თმაზე, როდესაც ადამიანის გარეგნობას ‘’ბუნებრივად’’ ასაღებენ.
რა შეგვიძლია ვთქვათ ისეთ რეკლამებზე, როგორიც Dove-ის ბუნებრივი სილამაზის კამპანიაა(Real Beauty campaign)? სილამაზის მათეული განმარტება ნაოჭების და ნაცრისფერი თმის მიმართ მიმღებლობას მოიცავს, მაგრამ ერთიან ფერზე დასმულ, უწინწკლო/ულაქებო სახის კანზე უარს მაინც ვერ ამბობს. პო, რა თქმაუნდა ჭორფლები მისაღებია, მაგრამ ძალიან მინდა ვნახო დიდი წითელი მუწუკი დავის რეკლამებში რომელიმე ქალის ცხვირზე. მათ მოდელებზე არც ისეთი მახასიათებლები შემხვედრია. როგორიც დაბადებიდან თანდაყოლილი ლაქა ან ეგზემაა. Dove სხვადასხვა კანის ფერის ან სხეულის ფორმის უფრო ფართო დიაპაზონს გვთავაზობს, ვიდრე ჩვეულებრივ მოდის ჟურნალები, მაგრამ აქ არ ვერ ნახავთ ხალხს სხვადასხვა ფიზიკური შეზღუდულობებით ან აშკარა და დიდი შრამებით. ‘’ბუნებრივი’’, კიდევ ერთხელ, მარკეტინგული ინსტრუმენტია; ისინი თავდაჯერებულობის კონცეპტს, რომელიც შიგნიდან მოდის, იყენებენ იმისთვის რომ გარედან რაც შეიძლება მეტი ლოსიონი შეგაზელინონ. ისინი ცდილობენ ბუნებრივის განსაზღვრება ნაკლები მაკიაჟის პრინციპებს მოარგონ და საჯარო სივრცეში უმაკიაჟოდ გამოჩენა სიმამაცის აქტად წარმოაჩინონ.
ეს ყველაფერი კი იგნორირებას უკეთებს მთავარ ფაქტორებს რაც კონვენციურ ესთეტიკურ მიმზიდველობას განსაზღვრავს: გენეტიკური იღბალი, შესაძლებლობა იკვებო კარგად, დრო და ფული იმისთვის რომ იყიდო სახის კრემები, ზეთები, სკრაბები და ისეთი უცნაური რაღაცეები, როგორიცაა პლაცენტა-სისხლის სახის ნიღაბი, რასაც სპაში მოსიარულე ხალხი დღეს ხშირად აწყდება. მე მხოლოდ ჩემი სახელით შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ მე წარმოუდგენელი რაოდენობის ნივთიერებებს ვისვამ სახესა და ტანზე და ჩემი ბიუჯეტი ოდნავ მიახლოებულიც კი არაა იმასთან რაც ჰოლივუდის ვარსკვლავს აქვს. მე იმაზე მეტ დროს ვხარჯავ კანის აშრეებაში და დატენიანებაში, ვიდრე ჩემი ქალი თანატოლები მაკიაჟის გაკეთებაში ხარჯავენ. ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო ჩემი გარეგნობა რომ არ იყოს, ამდენი დროის დახარჯვა კანში რაღაცეების შეზელაში სრული აბსურდი იქნებოდა. ჩემი სხეულის პროფესიულობის კონტექსტშიც კი შეიძლება ეს ყველაფერი აბსურდია. იმის თქმა მინდა, რომ თვალის ჩრდილის არარსებობა კოსმეტიკის ჩანთის არარსებობას არ ნიშნავს.
ადამიანები (რომლებიც აშკარად კარგად არ მიცნობენ), მხედავენ რა მაკიაჟის გარეშე, კომპლიმენტს მეუბნებიან იმის გამო, რომ ჩემს გარეგნობაზე დიდ ძალისხმევას არ ვხარჯავ. ასევე უთქვამთ, თუ როგორ აფასებენ იმას რომ ტონა ნაგავი არ მადევს სახეზე, მაშინ როდესაც, სწორედ რომ ტონა ნაგავი მადევს სახეზე. როცა ამ კომპლიმენტებს ვიღებ, მინიმუმ ტუში და კონსილერი მაინც მისვია. ხანდახან ყველაფერი მისვია რაც მაკიაჟის ჩანთაში მაქვს ხელოვნური წამწამების და სასცენო გლითერის გარდა. ასევე თხემით ტერფამდე ამოვლებული ვარ პროდუქტებში, რომლებიც ჩემს თმას და კანს მავნე ელემენტებისგან იცავს და სავსეა ვიტამინებით. მე მიყვარს ვიტამინები. მაგრამ, არ ვაპირებ ვიტამინების მიღებას ბუნებრივი ვუწოდო, მანამ ვიდრე ვინმე არ აღმოაჩენს მულტივიტამინებით სავსე ხილის ხეს სადმე ამაზონში ან მადაგასკარზე. ისევე როგორც კანში ათასგვარი ნივთიერებების შეზელვას. წელიწადნახევარზე მეტი რაღაც უცნაურ წამლებს ვსვამდი, რათა ჩემი წარბები გახშირებულიყო და ბუნებრივს დამსგავსებოდა. ეს ყველაფერი 1 ინჩის სიგრძის თმით დასრულდა. წარმოიდგინეთ ერთი ინჩი თმა. ეს უფრო შემაშინებელი იყო ვიდრე ჩემი პირველი თმა ძუძუსთავებზე.
თმის შეღებვა, იქნება ეს ბუნებრივ ქერაზე ოდნავ მაღალი ტონის დადება თუ გაჭაღარავებული თმის ბუნებრივ ფერზე დასმა, მაინც ხელოვნურია. ფრანგული დაბოლოების მქონე აკრილის ფრჩხილების გაკეთება შეიძლება უფრო მეტ დროს მოითხოვდეს ვიდრე ფრჩხილის ბუფერით გაპრიალება მანიკურის გარეშე, მაგრამ ორივე მიანიშნებს ჩვენს ძალისხმევაზე, ესთეტიკურად უფრო მიმზიდველები ვიყოთ. ფიზიკური ვარჯიში სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად და კოსმეტიკური ქირურგიის პროცედურების ჩატარება სხეულის სკულპტირების ორი სხვადასხვა ფორმაა, ერთი ოფლით, მეორე კი ფულით მიღწეული. ლაზერი თმის მოცილების უფრო თანამედროვე საშუალებაა, ვიდრე საპარსი და საპარსი კრემი, მაგრამ თმის მოცილება არასდროსაა ბუნებრივი არც ქალებისთვის და არც კაცებისთვის. დოლი პარტონმა ერთხელ თქვა ‘’ძალიან ძვირი ჯდება ასე იაფად(ძალდაუტანებლად) გამოიყურებოდე’’. მეც მინდა ნათელი მოვფინო იმ ფაქტს რომ გამოიყურებოდე ბუნებრივად საკმაოდ ძვირი ჯდება. ვფიქრობ ერთმანეთს ცუდ სამსახურს ვუწევთ თავის მოჩვენებით, რომ რაიმე საამაყოა საკუთარ თავზე დახარჯული ენერგიის იგნორირებაში ან რაიმე მამაცურია იმ ფაქტის აღიარებაში, რომ ნამდვილად ვხარჯავთ ამ ენერგიას.
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: Natural Beauty Is Just a Marketing Tool